პაციენტის გზამკვლევი
გზამკვლევში შეგროვებულია საჭირო ინფორმაცია, რაც შეიძლება დასჭირდეს პაციენტს.ის ეხება ურთიერთობის წესებსკლინიკაJerarsi-ს და პაციენტებსდა მათი ოჯახის წევრებს შორის, ასევე სამუშაო საათებს და დამატებითი მომსახურებებს შესახებ.
დაზღვევა. კლინიკაში მოქმედებს ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. Jerarsiასევე თანამშრომლობს რამდენიმე კერძო სადაზღვევო კომპანიასთან.
სამუშაო საათები:
- გადაუდებელი სამსახური მუშაობს ყოველ დღე, 24/7 რეჟიმში
- ამბულატორია და სტაციონარი მუშაობს:
– ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
– შაბათი: 10:00-14:00
როგორ შეიძლება ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა?
- დაუკავშირდით საინფორმაციო სამსახურს: +995 32 2 111 112 (სამუშაო საათები – ორშაბათი-პარასკევი 9:00-20:00)
- გახსენით პირადი კაბინეტი ვებ-გვერდზე jerarsi .ge
- მობრძანდით კლინიკაში სამუშაო საათებში, წინასწარი შეთანხმების გარეშე
პალატები
- სტანდარტული პალატა. ორადგილიანი ოთახი. მორგებულია პაციენტის მოთხოვნებისათვის. აღჭურვილია უსაფრთხო პალატის თანამედროვე ტექნოლოგიებით. ინტერიერი მშვიდ ფერებშია. პალატაში არის ინდივიდუალური ტუალეტი და საშხაპე. მისაწვდომია ინტერნეტი.
- VIP-პალატა.ერთადგილიანი ოთახი. აღჭურვილია უსაფრთხო პალატის თანამედროვე ტექნოლოგიებით.ფართო და კომფორტულია, ინტერიერი მშვიდ ფერებში.პალატაში არის ინდივიდუალური ტუალეტი და საშხაპე, ტელევიზორი და მაცივარი. მისაწვდომია ინტერნეტი.არისმნახველთა მიღების ოთახი.
სტაციონარში პაციენტების მონახულების წესები
- მნახველი რეგისტრაციას გაივლის საშვთა ბიუროში. პირადობის დამადასტურებელი საბუთის სანაცვლოდ ის მიიღებს ელექტრონულ საშვს. საშვის დაკარგვის შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა 2,00 ლარის ოდენობით.
- მნახველი აბარებს ზედა ტანისამოსს საგარდერობოში.
- პალატაში შესვლამდე მნახველი იცვამს ბახილებს.
- პალატაში ერთდროულად შესაძლებელია იმყოფებოდეს არა უმეტეს ორი მნახველისა.
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები სტაციონარში არ დაიშვებიან.
პაციენტის ნახვის საათები
- სტანდარტული პალატა:
ორშაბათი-პარასკევი: 17:00 -20:00; შაბათი-კვირა: 10:00-18:00
- VIP-პალატა:
ორშაბათი-პარასკევი: 10:00 -20:00; შაბათი-კვირა: 10:00-18:00
ბავშვთა კარდიოლოგიური დეპარტამენტი
ბავშვთა განყოფილებაში პატარა პაციენტები იმყოფებიანთავის მშობლებთან ან მეურვესთან ერთად. სართულზე არის საბავშვო ოთახი, სადაც მათ შეუძლია დაისვენონ და ითამაშონ, სანამ მშობლები ექიმს ესაუბრებიან. მათ განკარგულებაში ასევე არის ანიმატორი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაამხიარულებს პატარა პაციენტებს.
რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი
რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტების მონახულება შეიძლება შემდეგ საათებში:
პატარა პაციენტების მონახულება:
- სამუშაო დღეებში: 15:00-16:00
- დასვენების დღეებში: მკურნალ ექიმთან შეთანხმებით
მოზრდილი ასაკის პაციენტების მონახულება:
- სამუშაო დღეებში: 16:00 – 17:00
- დასვენების დღეებში: მკურნალ ექიმთან შეთანხმებით
გადაუდებელი დახმარება
პაციენტების, რომლებიც იმყოფებიან გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, მონახულება შეუძლიათ ოჯახის წევრებს და ახლობლებს. იმისათვის, რომ მათი კლინიკაში ყოფნა კომფორტული გავხადოთ, ჩვენ გამოყოფილი გვაქვს სპეციალური მოსაცდელი ოთახი. იქ შეიძლება ტელევიზორის ყურება, ტელეფონის დამუხტვა, ჩაის/ყავის/წყლის მირთმევა.
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის პაციენტების ახლობლების ინფორმირება ხდება შემდეგნაირად:
- პირველი ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ გაიცემაშემოყვანიდან 10-15 წუთში. ინფორმაციას აწვდის ექიმი ან უმცროსი ექიმი.
- ინფორმაცია პაციენტის წინასწარი დიაგნოზის შესახებ ახლობლებს გაეცემა შემოყვანიდან 1-1,5 საათში.
განსაკუთრებულ შემთხვევებშიგადაუდებელი დახმარების ექიმს შეუძლია გამოიძახოს პაციენტის ოჯახის წევრი, რათა დააზუსტოს ესა თუ ის ინფორმაცია.
ფინანსურ საკითხებს პაციენტის ნათესავებთან განიხილავს რეგისტრატორი ან დეპარტამენტის მენეჯერი.