ჯერარსი
კეთილი სიტყვა მკურნალია
ჯერარსი – ევროპული დონის კლინიკაა, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის. ჩვენ გთავაზობთ დიაგნოსტიკური და ქირურგიული მომსახურების ფართო არჩევანს.
ჯერარსის პროექტი შემუშავებულია ისრაელის ექსპერტებთან ერთად. ეს საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავისი სამედიცინო მომსახურების ხარისხით აკმაყოფილებს International Health Facility Guidelines-ის სტანდარტებს. კლინიკის საერთო ფართი – 12,000 კვ.მ. ის განლაგებულია ეკოლოგიურად სუფთა ზონაში. კლინიკაშია 10 საოპერაციო ოთახი, 208 პაციენტზე სტაციონარი, ორი კათეტერიზაციის ლაბორატორია და ამბულატორია.
ჯერარსი დაკომპლექტებულია საქართველოს და რუსეთის გამოცდილი ექიმებით, რომლებსაც აქვთ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მუშაობის გამოცდილება. კლინიკა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავუწიოთ ჩვენს პაციენტებს საერთაშორისო დონის სამედიცინო მომსახურება. Jerarsi-ში მოქმედებს ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის, ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, უროლოგიის, სტომატოლოგიის და სხვა მიმართულების დეპარტამენტები. სრულფასოვანი და მოხერხებული მომსახურების გასაწევად, კლინიკის სპეციალისტებმა თითოეული პაციენტისთვის შეიმუშავეს ჯანსაღი კვების ინდივიდუალური რაციონი, რომელიც შედის მკურნალობის საფასურში.
კლინიკის შენობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და სამედიცინო დაწესებულებების უსაფრთხოების მოთხოვნებს. კლინიკაში მუდმივად ხორციელდება სავენტილაციო, სახანძრო უსაფრთხოების, წყლის ფილტრაციის და სამედიცინო ნარჩენების მართვის უახლესი სისტემების მონიტორინგი. Jerarsi-ში დანერგილია ხარისხის მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს და აკონტროლებს ყველა სტრუქტურის გამართულ და კოორდინირებულ მუშაობას, ასევე ზრუნავს მომსახურების დონის ამაღლებაზე.
სამედიცინო ტურიზმი
კლინიკაში მუშაობს უცხოელ კლიენტებთან ურთიერთობის საერთაშორისო დეპარტამენტი. გუნდი, რომელიც პასუხისმგებელია სამედიცინო ტურიზმზე, თავის თავზე აიღებს მკურნალობის პროცესის ორგანიზაციას და მოაგვარებს ყველა მის ეტაპს – პირველადი კონსულტაციით და საბუთების თარგმნით დაწყებული ჩამოსვლითა, მოთავსებითა, ექსკურსიებითა და შემდგომი მეთვალყურეობით დამთავრებული. უფრო დაწვრილებით გაეცნოთ თუ რას გთავაზობთ სამედიცინო ტურიზმის დეპარტამენტი, შეგიძლიათ აქ.
ჩვენ გთავაზობთ:
- გადაუდებელი/გეგმიური, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება;
- 24/7 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება;
- ლაბორატორიული გამოკვლევები;
- დიაგნოსტიკა;
- პოსტოპერაციული რეაბილიტაცია
- Jerarsi-ში მოქმედებს დაზღვევის სისტემა – როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო.
ონლაინ-მომსახურება
ვებ-გვერდზე www.jerarsi .ge მომხმარებელს შეუძლია:
- გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია
- შექმნას პირადი კაბინეტი
- ატვირთოს ან მიიღოს დოკუმენტები ავადმყოფობის ისტორიაში
- დაჯავშნოს/გადაიხადოს სამედიცინო მომსახურება
- დაისვას კითხვა ონლაინ ჩატში
მეტი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ: