მისია და ღირებულებები
მისია
- დავნერგოთ ქართულ ჯანდაცვაში ახალი პროფესიონალური სტანდარტები
- გავათავისუფლოთ პაციენტები ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ შიშისაგან
- შევიქმნათ და შევინარჩუნოთ სანდო და საიმედო რეპუტაცია
ფასეულობები
ჩვენი მთავარი ფასეულობა – ადამიანია. ჩვენ ვაფასებთ და ვღებულობთ თითოეულ ადამიანს თავისი ინდივიდუალურობით და განსაკუთრებულობით, რაც ჩვენ ერთმანეთისაგან განგვასხვავებს. ვაფასებთ ჩვენს პაციენტებს, თანამშრომლებს, პარტნიორებს და ვენდობით მათ.
პროფესიონალიზმი
მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გასაწევად, ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ უახლეს კვლევებს სამედიცინო სფეროში და ვეწევით სამეცნიერო-კვლევით პრაქტიკას. ჩვენ პასუხს ვაგებთ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ეს კი შეუძლებელი იქნება თუკი არ დავიცავთ მაღალ პროფესიონალურ სტანდარტებს. პასუხისმგებლობა, საქმისადმი ერთგულება და მაქსიმალური თავდადება – ამ პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი.
გუნდური მუშაობა
ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და ვცდილობთ გავამყაროთ გუნდური სული. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ – მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთო ძალისხმევით. ერთი ექიმის წარმატება – მთელი გუნდის წარმატებაა.
ხელსაყრელი ატმოსფერო
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანსაღი გარემოს და კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია ცხოვრებისთვის და მუშაობისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს კლინიკაში დავნერგოთ და შევინარჩუნოთ ურთიერთ გაგების და პატივისცემის ატმოსფერო.