ხარისხის მენეჯმენტი

Jerarsi-ში დანერგილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაფუძნებული ხარისხის მენეჯმენტი. კლინიკის ინფრასტრუქტურა შეესაბამება უსაფრთხოების და ეკოლოგიის საერთაშორისო მოთხოვნებს. მენეჯმენტის სისტემა უზრუნველყოფს სათანადო კონტროლს და მომსახურების დონის ამაღლებას.

 

ინფრასტრუქტურა


ფართი. საწოლების რაოდენობა და მათი განლაგება სტაციონარის პალატებში შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. თითოეული პაციენტისათვის განკუთვნილია თეთრეული და ჰიგიენური საშუალებები.


საოპერაციო ბლოკი. ბლოკები აღჭურვილია რეგულირებადი განათებით. დაცული ქსელი  უზრუნველყოფს სათანადო აერაციას (განიავებას).


საოპერაციოჰაერი, რომელის მიეწოდება საოპერაციოში, გაივლის სპეციალურ გამწმენდ-გამაგრილებელ მოწყობილობას, რომელიც ბლოკავს 95% მიკროორგანიზმებს და ვირუსებს.


სავენტილაციო სისტემა. ახდენს ჰაერის წნევის რეგულირებას საოპერაციო ბლოკში, რეანიმაციულ განყოფილებაში და ბოქს-პალატებში. არ იძლევა წნევის ცვალებადობის და ჰაერის გადმოდინების საშუალებას „დაბინძურებული“ ბლოკებიდან.


სამედიცინო აღჭურვილობაკონტროლის სისტემის მეშვეობით ხდება კოორდინირებული მუშაობა ყველა ტექნიკური მოწყობილობების. ის პასუხისმგებელია ტექნიკურ გამართულობაზე, დატვირთვაზე, მომსახურების სქემაზე, დაზიანებების გამოსწორებაზე (მათ შორის, დაზიანების მიზეზის მოძიებაში), სასერვისო მოხსენებების შედგენაზე.


ლიფტი. განკუთვნილია, მათ შორის, მწოლიარე პაციენტების გადაყვანაზეც. გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პალატები და მკურნალობისთვის, კვლევებისთვის განკუთვნილი ოთახები განლაგებულია სხვადასხვა სართულებზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შექმნილია უსაფრთხო გადაადგილების პირობები.

 

დამხმარე ოთახები. განლაგებული არის ისეთი პრინციპით, რომ ვერ მოხდეს „სუფთა“ და „ბინძური“ ზონების გადაკვეთა.


შეუფერხებელი და უწყვეტი ელექტრო- და წყალმომარაგება. კლინიკას აქვს ავტონომიური ენერგიის მიწოდების წყარო, რომელიც უზრუნველყოფს გადაუდებელი მედიცინის დახმარების სამსახურის ყველა დარგის შეუფერხებელ მუშაობას.

 

 

სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კონტროლი

 

  • სამედიცინო ინსტრუმენტების, მრავალჯერ გამოყენებადი საგნების და ხელსაწყოების დეზინფექცია და სტერილიზაცია შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს;

 

  • კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო შეგროვებას, სეგრეგაციას, შენახვას და/ან უტილიზაციას კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

სამედიცინო დახმარების მიღებისას განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკა

შიდა საავადმყოფოს ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით შემუშავებულია სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს:

 

  • სტაბილურ ტემპერატურულ რეჟიმს;
  • წყლის და სამედიცინო ხსნარების წმენდას;
  • პერსონალის და პაციენტის პირად ჰიგიენას;
  • ოთახების დალაგებას და დეზინფექციას.

 

სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია

ხარისხის მენეჯმენტი მიისწრაფვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისკენ. ამისათვის ჩვენს კლინიკაში:

 

  • ინერგება პერსონალის განათლების ახალი მეთოდები და ფორმები;
  • შეისწავლება და ანალიზდება ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომებს/გადაცდენებს;
  • ინერგება საერთაშორისო პროტოკოლები/სახელმძღვანელოები, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას არეგულირებს;
  • კლინიკაში მიმდინარეობს შესაბამისი დარგობრივი სტანდარტების შემუშავება.