ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია თუ არა მივმართო კლინიკას, თუ ქართულად არ ვსაუბრობ?
დიახ, შეგიძლიათ. კლინიკაში არის განყოფილება, რომელიც მუშაობს უცხოელ კლიენტებთან. ჩვენ ვსაუბრობთ ექვს ენაზე. ჩვენი კოორდინატორები დაგეხმარებათ ექიმებთან და მედპერსონალთან ურთიერთობისას, ასევე უზრუნველყოფენ საბუთების თარგმნას. უცხოელ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995 322 111 112. მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@jerarsi.ge
რა სახის მომსახურებას სთავაზობს Jerarsi მოზრდილი ასაკის პაციენტებს?
მოზრდილებისათვის კლინიკაში მოქმედებს შემდეგი მიმართულებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროქირურგია და ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, უროლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, სტომატოლოგია.
რა სახის მომსახურებას სთავაზობს Jerarsi ბავშვებს?
კლინიკაში ფუნქციონირებს გულის თანდაყოლილი მანკების მიმართულება. პატარა პაციენტებისათვის მოწყობილია საბავშვო კუთხე, სადაც მათ შეუძლიათ გაატარონ დრო. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ბავშვები ანიმატორმაც კი გაართოს.
რომელ საათებში მუშაობს ამბულატორია?
ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00
შაბათი: 9:00 – 14:00
გადაუდებელი დახმარების სამსახური მუშაობს ყოველ დღე 24-საათიან რეჟიმში.
რომელ საათიდან იწყებს მუშაობას ლაბორატორია?
ლაბორატორია მუშაობს დილის 9 საათიდან.
როგორ და რა დროს არის შესაძლებელი პაციენტების მონახულება?
სტაციონარში მყოფი პაციენტების მოსანახულებლად საჭიროა მიმართოთ საშვთა ბიუროს. პირადობის დამადასტურებელი საბუთის სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ საშვს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიშვებენ სტაციონარში. საშვის დაკარგვა დაჯარიმდება 2,00 ლარით.
ვიზიტის წესები:
- ჩააბარეთ ზედა ტანისამოსი საგარდერობოში.
- პალატაში შესვლისას ჩაიცვით ბახილები.
- პალატაში ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ორი მნახველი.
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები სტაციონარში არ დაიშვებიან.
პაციენტების ნახვის საათები:
- ორშაბათი-პარასკევი: 17:00 – 20:00
- შაბათ-კვირა: 12:00 – 18:00
როგორ ჩავეწერო ექიმთან ვიზიტზე?
ვიზიტზე ჩაწერა შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით (+995 32 2 111 112) ან პირად კაბინეტში ვებ-გვერდზე www.jerarsi.ge.
შესაძლებელია თუ არა ამბულატორიული მომსახურეობის საფასურის ონლაინ გადახდა?
შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე www.jerarsi.ge და შექმნათ თქვენი პირადი კაბინეტი. მისი საშუალებით შეგიძლით ჩაეწეროთ ექიმთან, გადაიხადოთ კონსულტაციის, ლაბორატორიულ/დიაგნოსტიკური გამოკვლევების საფასური, მიიღოთ პასუხები თქვენს კითხვებზე, ატვირთოთ და შეინახოთ საჭირო საბუთები.
როგორ გადავიხადოთ ონლაინ?
კლინიკის ვებ-გვერდზე www.jerarsi.ge ეწვიეთ თქვენს პირად კაბინეტს, ამოირჩიეთ სასურველი მომსახურება და დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს. შეიტანეთ პლასტიკური ბარათის მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოქმედების ვადა, CVC2-კოდი.
შეიძლება თუ არა მივიღოთ ანალიზების პასუხები ელექტრონულ ფოსტაზე, თუ არ მაქვს კლინიკის ვებ-გვერდზე გახსნილი პირადი კაბინეტი?
დიახ, შეიძლება. ანალიზების ჩაბარების დროს დატოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
რომელი ანალიზებია ჩასაბარებელი უზმოზე?
კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (IFCC) რეკომენდაციის თანახმად, უზმოზე ბარდება შემდეგი ანალიზები:
- ბილირუბინი (საერთო, პირდაპირი)
- გლუკოზა (ვენური, კაპილარული)
- გლუკოზა – ტოლერანტობის ტესტი (ვენური, კაპილარული).
- ცილა საერთო
- კალციუმი
- მაგნიუმი
- რკინა
- ფოსფორი
- ინსულინი
- ინსულინ-რეზისტენტური ინდექსი (НОМА-IR)
- С-ჰეპატიტი სისხლში
- ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლის შრატში
- შარდმჟავა
- თირკმლის ფუნქციები (კრეატინინი, შარდოვანა)
- ღვიძლის ფუნქციები (ALT, ტუტე ფოსფასტაზა, AST, ბილირუბინი, GGT)
- ლიპაზა (ჰიდროლაზების განსაზღვრა სისხლში)
- ჰიდროლაზის განსაზღვრა სისხლში/ალფა-ამილაზები სისხლში
როგორ შეიძლება კლინიკაში დასაქმება?
ინფორმაცია კლინიკაში არსებული ვაკანსიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში «ვაკანსიები» ან კლინიკის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში.
არის თუ არა კლინიკაში კვების ობიექტი?
დიახ, Jerarsi-ის პაციენტებისათვის და ვიზიტორებისათვის კლინიკის პირველ სართულზე მუშაობს კაფეტერია. სტაციონარის პაციენტებისათვის განსაზღვრულია სპეციალური კვება, რაც შედის სამედიცინო მომსახურების საფასურში.
როგორ შეიძლება დავტოვოთ გამოხმაურება?
შენიშვნები და სურვილები შეგიძლიათ დააფიქსიროთ ცხელ ხაზზე დარეკვისას ან ვებ-გვერდზე, ონლაინ-ოპერატორთან დაკავშირების დროს.