ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგია – რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია).

კლინიკა „ჯერარსის“ პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ, პროფესიონალურ და ინდივიდუალურად მორგებულ მომსახურებას.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას – რინოპლასტიკას, ანუ ცხვირის პლასტიკურ ქირურგიას.

რინოპლასტიკა წარმოადგენს ცხვირის ფორმის, ზომისა და სტრუქტურის კორექციას, რომლის მიზანია როგორც ესთეტიკური გაუმჯობესება, ისე ცხვირის ფუნქციის – სუნთქვის – აღდგენა ან გაუმჯობესება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ესთეტიკური რინოპლასტიკა – ცხვირის გარეგნული ფორმის კორექცია პაციენტის ინდივიდუალური ანატომიისა და სურვილების მიხედვით (გატეხილი ცხვირის აღდგენა, არასაკმარისად განვითარებული სტრუქტურების ფორმირება, ცხვირის წვერის აწევა და სხვ.) პლასტიკური ქირურგია
  • ფუნქციური რინოპლასტიკა – სუნთქვის დარღვევების (ცხვირის გარეგანი დევიაცია– გადახრა, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია) მკურნალობა ცხვირის შიდა სტრუქტურების კორექციით
  • რევიზიული რინოპლასტიკა – წარსულში ჩატარებული ოპერაციების შემდეგ წარმოშობილი გართულებების გამოსწორება
  • პროფესიონალი პლასტიკური ქირურგის უფასო კონსულტაცია – ცხვირის ფორმის  მოდელირება ქირურგიულ ჩარევამდე და ოპერაციის ინდივიდუალური დაგეგმვა