მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) — GE Signa Voyager
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს რადიოლოგიური დიაგნოსტიკის ერთ– ერთ ყველაზე ინფორმატიულ და არაინვაზიურ მეთოდს.
იგი შესაძლებლობას იძლევა, დეტალურად გამოკვლეული იქნას შინაგანი ორგანოები, რბილი ქსოვილები და სხეულის სხვადასხვა უბანი — მაღალი სიზუსტით და რადიაციული ზემოქმედების გარეშე.
MRI ხშირად გამოიყენება როგორც დიაგნოზის დადგენის, ისე მკურნალობის პროცესის მონიტორინგის მიზნით.
კვლევის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხეულის გამოსაკვლევ არეზე და მერყეობს დაახლოებით 20-დან 90 წუთამდე.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გამოიყენება:
- თავისა და ზურგის ტვინის პათოლოგიების (მაგ. ინსულტი, ანევრიზმა, სიმსივნე, ტრავმული დაზიანება) დიაგნოსტიკისთვის
- თვალისა და შიგნითა ყურის დაავადებების შესაფასებლად
- ორგანოების სიმსივნეების, ცისტების და სტრუქტურული პათოლოგიების გამოვლენისთვის
- გულისა და სისხლძარღვების ანატომიისა და ფუნქციის შესასწავლად
- სახსრების ტრავმული დაზიანებების, ხრტილისა და იოგების გაწყვეტის, ხერხემლის დისკოს პათოლოგიებისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის

