ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) — GE Signa Voyager

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს რადიოლოგიური დიაგნოსტიკის ერთ– ერთ ყველაზე ინფორმატიულ და არაინვაზიურ მეთოდს.

 იგი შესაძლებლობას იძლევა, დეტალურად გამოკვლეული იქნას  შინაგანი ორგანოები, რბილი ქსოვილები და სხეულის სხვადასხვა უბანი  — მაღალი სიზუსტით და რადიაციული ზემოქმედების გარეშე.

MRI ხშირად გამოიყენება როგორც დიაგნოზის დადგენის, ისე მკურნალობის პროცესის მონიტორინგის მიზნით.

კვლევის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხეულის გამოსაკვლევ  არეზე  და მერყეობს დაახლოებით 20-დან 90 წუთამდე.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გამოიყენება:

  • თავისა და ზურგის ტვინის პათოლოგიების (მაგ. ინსულტი, ანევრიზმა, სიმსივნე, ტრავმული დაზიანება) დიაგნოსტიკისთვის
  • თვალისა და შიგნითა ყურის დაავადებების შესაფასებლად
  • ორგანოების სიმსივნეების, ცისტების და სტრუქტურული პათოლოგიების გამოვლენისთვის
  • გულისა და სისხლძარღვების ანატომიისა და ფუნქციის შესასწავლად
  • სახსრების ტრავმული დაზიანებების, ხრტილისა და იოგების გაწყვეტის, ხერხემლის დისკოს პათოლოგიებისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის