ოფთალმოლოგია
კლინიკა „ჯერარსში“ ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი გამოცდილი ოფთალმოქირურგის, მიხეილ კურტანიძის ხელმძღვანელობით.
ჩვენი კაბინეტი აღჭურვილია სრულფასოვანი ოფთალმოლოგიური კვლევისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით. ჩვენი გუნდი ემსახურება ყველა ასაკის პაციენტს, სთავაზობს როგორც ამბულატორიულ მკურნალობას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას.
ჩვენთან ტარდება:
- კატარაქტისა და გლაუკომის ნებისმიერი სირთულის ოპერაციები თანამედროვე მეთოდებით;
- თვალისა და ქუთუთოების ქირურგიული ჩარევები;
- საცრემლე არხის გამავლობის აღდგენა ყველაზე ნაკლებინვაზიური და თანამედროვე მიდგომით — ტრანსნაზალური დაკრიოცისტორინოსტომია დიოდლაზერის გამოყენებით.
გამოკვლევის მეთოდები:
ვიზომეტრია
მხდველობის სიმახვილის განსაზღვრის პროცედურა სპეციალური ცხრილების გამოყენებით .
ეს არის მხედველობის სუბიექტური გამოკვლევის მეთოდი და ყოველთვის არ შეეაბამება ობიექტურ მონაცემებს , განსაკუთრებით ბავშვთა ასაკის პაციენტებში რისთვისაც ვიყენებთ თვალის მთელ რიგ ობიექტურ გამოკვლევის მეთოდებს.
აუტორეფრაქტომეტრია
იკვლევს თვალის რეფრაქციას , ანუ თვალის ოპტიკური სისტემის უნარს გარდატეხოს სხივები და მოახდინო მათი ფოკუსირება ბადურა გარსზე.
რეფრაქტომეტრი
რეფრაქტომეტრის საშუალებით ვადგენთ რეფრაქციის ტიპს და მის ისეთ დარღვევებს როგორებიცაა მიოპია, ჰიპერმეტროპია და ასტიგმატიზმი.
კერატომეტრია
რქოვანას გარდამტეხი ძალის და რადიუსის განსაზღვრა. საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ასტიგმატიზმის ხარისხი და მისი მიზეზი რქოვანაა თუ თვალის სხვა ოპტიკური არეები. მოვახდინოთ კერატოკონუსის დიაგნოსტირება.
ტონომეტრია
თვალის წნევის განსაზღვრა პორტატული i Care ტონომეტრით.ეს არის სწრაფი და უმტკივნეულო თვალის წნევის განსაზღვრის მეთოდი, რომელიც არ მოითხოვს ანესთეზიას, არ აზიანებს რქოვანას და იმდენად სწრაფი და უმტივნეულოა რომ თავისუფლად გამოიყენება ბავშვებშიც კი.
ბიომიკროსკოპია
თვალის სხვადასხვა ნაწილის გამოკვლევა ნაპრალოვანი სანათის მეშვეობით. ბიომიკროსკოპიის საშუალებით ხდება დეტალური გამოკვლევა კონიუნქტივის, რქოვანა გარსის, თვალის წინა საკნის, ფერადო გარსის, თვალის ბროლის, მინისებური სხეულის.
დამატებითი ლინზების გამოყენებით თვალიერდება ბადურა გარსიც და წინა საკნის კუთხე.
გონიოსკოპია
წინა საკნის და წინა საკნის კუთხის გამოკვლევა სპეციალური გონიოლინზის და ნაპრალოვანი სანათის მეშვეობით. მისი საშუალებით დგინდება გლაუკომის ტიპი და ასევე სხვა ანატომიური თუ სისმსივნური პათოლოგიების არსებობა.
ოფთალმოსკოპია
თვალის ფსკერის გამოკვლევა ოფთალმოსკოპის და სპეციალური ლინზების მეშვეობით. საშუალებას იძლევა შეფასდეს ბადურა გარსის, მხედველობის ნერვის და ბადურას სისხლძარღვების მდგომარეობა.
ბიომეტრია
თვალის კაკლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, A და B სკანირება . მისი საშუალებით ვსაზღვრევთ თვალის კაკლის სიგრძეს, წინა საკნის სიღრმეს, ბროლის სისქეს, მინისებური სხეულის ზომას და მდგომარეობას. ეს პროცედურა ტარდება ნებისმიერი თვალის ოპერაციის წინ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის შუქგამტარი არეების შემღვრევის შემთხვევაში რაც თვალის გამოკვლევის ბევრი მეთოდის გამოყენებას შეუძლებელს ხდის.
