ხშირად დასმული კითხვები
კლინიკის სამუშაო საათები
ამბულატორია:
• ორშაბათი – პარასკევი: 09:00 – 18:00
• შაბათი: 09:00 – 14:00
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი და სტაციონარი მუშაობს 24/7 რეჟიმში
როგორ მივიდეთ კლინიკამდე?
მისამართი:
ზღვის უბანი, მუხიანის ქუჩა N2ა, 0178
თბილისი, საქართველო
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
კლინიკაში შესაძლებელია მისვლა სხვადასხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით:
მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” კლინიკის მიმართულებით მოძრაობს:
- ავტობუსი №313
- მიკროავტობუსი №543
კლინიკასთან მიმავალი სხვა ტრანსპორტი:
- ავტობუსები: №313, №362, №394, №395
- მიკროავტობუსები: №421, №507, №543
როგორ ჩავეწერო ექიმთან ვიზიტზე?
ჩაწერა შესაძლებელია:
- ცხელი ხაზის მეშვეობით: 📞 +995 32 2 111 112
- კლინიკაში ვიზიტით
- სოციალური ქსელების მეშვეობით
ცხელი ხაზის სამუშაო საათებია:
- ორშაბათი – პარასკევი: 09:00 – 18:00
- შაბათი: 09:00 – 18:00
პაციენტების მონახულების წესები და საათები
მოსანახულებლად აუცილებელია:
- მიმართოთ საშვთა ბიუროს
- წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი
- მიიღოთ საშვი
- მონახულების საათები:
სტაციონარის ყველა განყოფილება – ყოველდღე: 🕘 16:00–17:00 - ზოგადი რეანიმაციის განყოფილება –
▪ ხუთშაბათი: 🕘 16:00–16:30
▪ შაბათი: 🕘 16:00–16:30 - კარდიორეანიმაცია – მნახველების შეშვება აკრძალულია!
შეზღუდვები:
- პაციენტთან ვიზიტი შესაძლებელია 12 წლიდან ზემოთ ასაკის პირებისთვის;
- თითო პაციენტთან დაიშვება მაქსიმუმ 2 მნახველი (რიგ-რიგობით);
- ზოგადი რეანიმაციის განყოფილებაში დაიშვება მხოლოდ 1 მნახველი;
- გთხოვთ თავი შეიკავოთ ვიზიტებისგან, თუ გაქვთ ვირუსის ან გაციების სიმპტომები, მაგალითად: სიცხე, ხველა ან სურდო.
- პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, პერსონალმა დროებით შეზღუდოს ვიზიტები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ პაციენტის გადაღლა და ინფიცირების რისკი, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის პროცესის წარმატებას.
- მონახულების საათები:
შესაძლებელია თუ არა ანალიზების პასუხების მიღება ელექტრონულად?
დიახ, შესაძლებელია.
გთხოვთ, კლინიკაში სამედიცინო ბარათის გახსნისას მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი
რომელი ანალიზების ჩაბარებაა აუცილებელი უზმოზე?
უზმოზე რეკომენდირებულია შემდეგი ანალიზების ჩაბარება:
- ჰომა ინდექსი
- შარდმჟავა (UA), შრატში
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALB, TBIL, DBIL)
- ფოსფორი (PHOSP), სისხლში
- ტუტე ფოსფატაზა (ALP), სისხლში
- სისხლის საერთო ანალიზი,ESR
- საერთო ცილა (TP), შრატში
- ტრიგლიცერიდები (Trig), სისხლში
- საერთო კალციუმი(CA), სისხლში
- რკინა (Iron), სისხლში
- პროლაქტინი (PRL) სისხლში
- მაგნიუმი (Mg), სისხლში
- ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG ,LDL-CHOL, HDL-CHOL )
- კრეატინინი (CREA), შრატში
- ინსულინი (Insulin), სისხლში
- ელექტროლიტები, სისხლში
- გლუკოზა (GLUC),
- გიდროლაზები (ლიპაზა), სისხლში
- 25-OH, D ვიტამინი, სისხლში
- ვიტამინი B12, სისხლში
- საერთო ქოლესტერინი (T-CHOL), სისხლში
- GLUC, გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი (75გ) (OGTT)
- ფოლიუმის მჟავა (Folate) სისხლში
- ფერიტინი (Ferritin), შრატში
- C-პეპტიდი (C-PEPTIDE), სისხლში
(დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით კლინიკის ლაბორატორიის განყოფილებას)
არის თუ არა კლინიკაში კვების ობიექტი?
- დიახ, კლინიკის პირველ სართულზე ფუნქციონირებს კაფეტერია, რომელიც ხელმისაწვდომია პაციენტებისა და ვიზიტორებისთვის.
- სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებს უზრუნველყოფილი აქვთ სპეციალურად მორგებული კვება, რომელიც შედის სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში DRG დაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
როგორ დავტოვოთ რეკომენდაცია ან გამოხმაურება?
- დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს: 📞+995 32 2 111 112
• მოგვწერეთ ვებ-გვერდზე შეტყობინების ველის მეშვეობით
• გამოიყენეთ ელექტრონული ფოსტა: 📧 info@jerarsi.ge
როგორც ფოიეში ასევე ყველა დეპარტამენტში განთავსებულია სარეკომენდაციო ყუთი, სადაც შეძლებთ თქვენი აზრის დაფიქსირებას
როგორ ხდება ანგარიშსწორება?
ანგარიშსწორების პირობები
ამბულატორიასა და სტაციონარში სამედიცინო სერვისებზე გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
- ნაღდი ანგარიშსწორება
ნაღდი ანგარიშსწორება ადგილზე
- უნაღდო ანგარიშსწორება
- საბარათე ტერმინალით (პლასტიკური ბარათი)
- გადარიცხვით –ფიზიკური ან იურიდიული პირების საგადახდო დავალების საფუძველზე
- სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების შესაბამისი წერილით
მოქმედი დაფინანსების პროგრამები:
კლინიკაში შესაძლებელია სერვისების დაფინანსება შემდეგი პროგრამებით:
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
- კერძო სადაზღვევო კომპანიების დაფინანსება
- მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამები
(მერია, გამგეობა, რეფერალური დახმარება, ვეტერანთა კავშირი და სხვ.)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +995 32 2 111 112 | 📧 info@jerarsi.ge
