ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჯერარსი ნეიროფიდბექი

ნეიროფიდბექი – თერაპიის თანამედროვე მეთოდი. 

ნეიროფიდბექი შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. შევაფასოთ ადამიანის ტვინის ტალღების აქტივობის დონე და ამის შემდეგ დავგეგმოთ თერაპიული ტრენინგი. შედეგად, სწავლობთ საკუთარი უნარების მაქსიმალურად გამოყენებას. 

ნეიროფიდბექის თერაპიული ტრენინგის მეშვეობით ადამიანს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მყისიერი უკუკავშირი საკუთარი ტვინისა და სხეულის მდგომარეობის შესახებ ვიზუალური და ხმოვანი სიგნალის სახით. შედეგად, ადამიანი სწავლობს თავის ტვინის ფუნქციონირების რეგულირებას და აქტივობის დონის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს უზრუნველყოფს ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური და ასევე ზოგიერთი სომატური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

ბიოფიდბექი საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ სხვადასხვა სხეულებრივი ფუნქცია. მაგალითად: კუნთების ტონუსი, ტემპერატურა, საოფლე ჯირკვლების აქტივობა, სუნთქვის სიხშირე. ეს ყველაფერი წარმოადგენს ორგანიზმის პასუხს გარემოზე. შესაბამისად, ბიოფიდბექ თერაპიით შეგვიძლია ორგანიზმს ვასწავლოთ რელაქსაცია, სტრესის მართვა, რაც ხელს შეუწყობს გარემოსთან ადაპტაციას.